წინარეხის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა
16-03-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში პროგრამის მუსიკის კონსულტანტ-მასწავლებლის - მარინა სიხუაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „გაზაფხული და დედა“.

სკოლაში ტრადიციულად, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეები საზეიმოდ აღინიშნა.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედებს და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული დღესასწაულები ლექსებით, სიმღერებითა და ლამაზი მუსიკალური ნომრებით მიულოცეს.

ღონისძიება ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგებმა - მაია თხინვალელმა და მარინა სიხუაშვილმა გააფორმეს. დეკორაციები კი მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს.

„ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო დედიკოების ფოტოკოლაჟი მათ საყვარელ პატარებთან ერთად, რამაც ყველაზე მეტი ჟრიამული და ემოცია უმცროსკლასელ მოსწავლეებში გამოიწვია“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დასასრულს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა - ნინო მერაბიშვილმა და თინათინ თვაურმა მიწვეულ სტუმრებს მიმართეს - მათ მშობლებს ღონისძიებაზე მიბრძანებისთვის, თანადგომისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს და სიმბოლურად წითელი გულის ბუშტებით დაასაჩუქრეს.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და სწავლის სურვილს უღვიძებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203