ინგლისური ენის სასკოლო კლუბმა - Student's Vision მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა 
16-03-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით სკოლაში, ინგლისური ენის სასკოლო კლუბი Student's Vision მუშაობს და არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტსა თუ აქტივობას ატარებს.

ინგლისური ენის კლუბმა მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. 

ინგლისურენოვანი პროექტი - Educational Visit in Zugdidi American Corner გულისხმობდა საგანმანათლებლო ვიზიტს ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში. პროექტის ფარგლებში მონაწილე მოსწავლეებმა ამერიკული კუთხის მოხალისე მოსწავლეებთან ერთად შეასრულეს გასართობ-შემეცნებითი სამაგიდო თამაშები; წარადგინეს პრეზენტაციები ამერიკის შესახებ; ისაუბრეს ჰობზე, ინტერესებზე, მათთვის საინტერესო თემებზე; გამართეს პრეზენტაცია სასკოლო კლუბის შესახებ; მოხალისე მოსწავლემ წარმოგვიდგინა მის მიერ შექმნილი რობოტების შესაძლებლობები;

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ სამი სკოლის - გეგელიძეების, ჯალაბაშვილების და ახოს N1 საჯარო სკოლების მოსწავლეები.

გეგელიძეების საჯარო სკოლა ზუგდიდის ამერიკულ კუთხეს თბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. 

ინგლისური ენის სასკოლო კლუბი - Student's Vision წარმატებით ფუნქციონირებს გეგელიძეების საჯარო სკოლაში და ხელს უწყობს მოსწავლეების სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და არაფორმალური განათლების განვითარებას.

სასკოლო კლუბის ხელმძღვანელი ოქრო დავითაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203