
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
საგაზაფხულო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სკოლაში მათ საზეიმო განწყობა შექმნეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა და დამსწრე საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი იყო.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს და განავითარებს.
იხილეთ ფოტოები: