
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია სასკოლო საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად სკოლაში, მე-6 კლასის მოსწავლის - ამირან მარგველაშვილის მორიგ წარმატებას ზეიმობენ.
ახალგაზრდა ძიუდოისტმა, ამირან მარგველაშვილმა კიდევ ერთი რესპუბლიკური ტურნირი ოქროს მედლით დაასრულა.
საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თბილისში გაიმართა.
სკოლაში მოსწავლეს გამრჯვებას ულოცავენ.
„გილოცავთ, გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: