ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს
16-03-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ორიგინალური აქტივობით აღინიშნა.

8 მარტთან დაკავშირებით, სკოლის მე-11, მე-12 კლასების ბიჭებმა გოგონებს სიურპრიზი გაუკეთეს. მოსწავლეებმა სტერეოტიპები დაამსხვრიეს და კულინარიული გვერდების გამოყენებით, სკოლაში ერთობლივად ტორტი გამოაცხვეს.

„8 მარტი კიდევ ერთხელ გვახსენებს თანასწორობის მნიშვნელობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სკოლის მოსწავლე-მასწავლებელი „ციფრულ სივრცეში“ მიიპატიჟეს და გაუმასპინძლდნენ. ინიციატივამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებში სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია.

„გაეროს ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 2023 წელს ხაზს უსვამს ინკლუზიური და ტრანსფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული განათლების აუცილებლობას. „DigitALL“: ინოვაციები და ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობისთვის. სწორედ ამ მიზნით, დაავაარსეთ 3 წლის წინ „ციფრული სივრცე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203