ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
16-03-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე შეკრებილ ქალბატონებსა და დედებს ეს ლამაზი დღესასწაულები მიულოცა სკოლის დირექტორმა ბატონ ჯემალ ივანაძემ.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა კი ლექსები მიუძღვნა საყვარელ დედებს, ბებიებს, მასწავლებლებსა და თანატოლებს.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხიარული სკეტჩი ბებია-ბაბუას შესახებ. ღონისძიება გაამრავალფეროვნა ქალსა და დედაზე შესრულებულმა სიმღერებმა.

მოსწავლე-მასწავლებლებმა დღესასწაული მიულოცეს და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვეს სოფლის უხუცეს და მრავალშვილიან დედებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203