ჭიათურის N4 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
16-03-2023
ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა იმართება.
ამჯერად, მე-2 კლასში, დამრიგებელ ნანა ბურძენიძის ხელმძღვანელობით, ზემი გიმართა. ის დედის დღეს ეძღვნებოდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გარემო არაჩვეულებრივად იყო მორთული, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
„ულამაზესი, ემოციური დღე აჩუქეს დედიკოებს მოსწავლეებმა. დაგლოცოთ დედაშვილობის მადლმა თქვენი პაწაწინა გულებიდან წამოსული თითოეული თბილი სიტყვა ბედნიერად გაგყოლოდეთ ცხოვრების გზაზე. მსოფლიოში ყველა დედა გაბრწყინებული ატაროს უფალმა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს