სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები დაიმსახურეს
16-03-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს დიდი ოჯახის ნიჭეირი და წარმატებული წევრები არიან.

ისინი ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არიან ჩართული. შესაბამისად, მამოტივირებელ და საგანმანათლებლო ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა: ლუკა მახარაძემ, ნატა აბაშიძემ, მანე სურმანიძემ, ნიკოლოზ ქორფაშვილმა, ანი ფუტკარაძემ, მარიამ დუმბაძემ, ლიკა შაინაძემ, მარიამ სურმანიძემ და გიგა ხოზრევანიძემ თებერვლის შემაჯამაბელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203