ბოზალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
16-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს.
სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა დედებს მისალოცი ბარათები დაუმზადეს. მათ ლამაზი, თემატური ნახატები შექმნეს, რომელთა მეშვეობითაც მშობელთა მიმართ სიყვარული გამოხატეს. მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ბოლოს კი დედებს ყვავილები აჩუქეს და ძალიან გაახარეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს და მათ შემოქმედებით უნარებს ავითარებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს