სამღერეთის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში საპრიზო ადგილი დაიკავა
16-03-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას და მათი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სასკოლო საზოგადოება ასევე აქტიურად ზრუნავს მათი მოტივაციის ამაღლებაზე, ამიტომ მოსწავლეები, პედაგოგების ხელშეწყობით, სხვადასხვა კონკურსში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები მაგიდის ჩოგბურთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ ტურნირში მონაწილებდნენ. სკოლის ვაჟთა გუნდმა ტურნირში წარმატებით იასპარეზა და საპრიზო მე-3 ადგილი მოიპოვა. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ოლიმპიადაში წარმატებული ასპარეზობისთვის მონაწილეები სიგელებით, მედლებითა და თასით დაჯილდოვდნენ.

„მადლობა სპორტის პედაგოგ თემური გობაძეს, წარმატებები მიყვარხართ“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203