„მზე, ქალი, გაზაფხული“ - გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია
16-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლაში აღნიშნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, თემაზე - „მზე, ქალი, გაზაფხული“ მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია ჩატარდა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ I-VI კლასების მოსწავლეები. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო როგორ მოსწავლეების, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.

აქტივობას დაწყებითი კლასების დამრიგებლები ხელმძღვანელობდნენ.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203