
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოზარდების მოტივაციაზე დადებითად აისახება. სკოლაში აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს.
10 თებერვალს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისი დღე აღინიშნა.
სამოქალაქო განათლების კლუბმა -„მომავლის თაობა“ პრეზენტაციები მოაწყო. საგანმანათლებლო ღონისძიებაში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დამსწრე აუდიტორია გაეცნო წარმატებულ ქართველ მეცნიერ ქალთა ისტორიებს. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ სამყაროს გლობალური ცვლილებების უკან დგანან ძლიერი მეცნიერი ქალები და დამსწრე საზოგადოებას მათი სახელები გააცნეს.
ღონისძიება სამოქალაქო განათლების მასწავლებლის შორენა ქორიძის ორგანიზებით გაიმართა.
სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი კი თაკო (თინათინ) ჭოლოკავა გახლავთ.
მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე 11 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: