„დედა, ჩემო ლამაზო“ - ზედა განთიადის საჯარო სკოლაში ლექსების კონკურსი გაიმართა
16-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, ზედა განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგმა - მაია ცხადაძემ 1-ელ-მე-6 კლასებში ჩაატარა საინტერესო შემოქმედებითი კონკურსი - „დედა, ჩემო ლამაზო“.
მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ლექსები დედაზე, ისე, რომ ლექსის ავტორის ვინაობა არ გამხდარიყო ცნობილი, ჟიურის კი 3 საუკეთესო ლექსი გამოევლინა.
კონკურსი საინტერესოდ წარიმართა და ჟიურისთვის ამაღელვებელი აღმოჩნდა. ჟიურის წევრებს გაუჭირდათ დედის სიყვარულით გულგამთბარ ლექსებში საუკეთესოს გამოვლენა და მაინც - ჟიურის რჩეული გახდა მე-5 კლასის მოსწავლე ანრი დოლიძე.
სკოლაში ანრის გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.