„სოფლის მაშენებლები“ -  დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი გაითამაშეს
16-03-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები ტარდება, რომლებშიც ისინი აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში პროექტ  „თოჯინა გიდის“ ფარგლებში, სასკოლო წარმოდგენა - „სოფლის მაშენებლები“ ჩატარდა, რომელშიც მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა - ნინო დოხტურიშვილმა გაუწია. 

მოსწავლეებმა წარმოდგენისთვის საჭირო ინტერიერი და ნიღბები გულდასმით, დიდი მონდომებით შექმნეს. მოსწავლეები სამზადისში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რაც მათ წარმოდგენილ სანახაობაზე მკაფიოდ აისახა.

ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

სკოლაში შთამბეჭდავი სანახაობისთვის მადლობას უხდიან მოსწავლეებსა და მის ორგანიზატორს.

მსგავსი ღონისძიებები როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203