გუბისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი სარვამარტო ღონისძიება
16-03-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სარვამარტო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ჟანა ქურციკიძეს და მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლის - მარინა ომანაძის ხელმძღვანელობით, დაუვიწყარი სანახაობა წარმოადგინეს. 

ღონისძიება საკლუბო მუშაობის გეგმით გათავისწინებული აქტივობებს მოიცავდა. 

მოსწავლეებმა 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, საინტერესო წარმოდგენა დადგეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ და ლამაზ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203