ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს 
16-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ყველაზე საყვარელ ადამიანებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს, აუდიტორიის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგენენ, დედებს 3 მარტი თბილი სიტყვებით მიულოცეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ რა ბედნიერებაა იყო მშობელი.

მათი გულწრფელი სიტყვები დედებისთვის, მართლაც რომ, საუკეთესო საჩუქარია. 

აღსანიშნავია, რომ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებელები ამ ჯადოსნური გრძნობების გაზიარებისკენ მოსწავლეებსაც მოუწოდებენ, სწორედ ამას ემსახურებოდა შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელსაც მოსწავლეთა მშობლებს დაუვიწყარი წუთები აჩუქა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203