ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიულ სასწავლებელს ესტუმრნენ
16-03-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

2 მარტს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში, პედაგოგების მაია ჩეჩელაშვილისა და დარეჯან კუჭუხიძის ხელმძღვანელობით, სტუმრად იმყოფებოდნენ ზესტაფონის პროფესიულ სასწავლებელში -  „კონსტრუქტ2“-ში. 

შეხვადრას უძღვებოდნენ - ნიტა ხაჩიძე, ნიკა კვიჟაშვილი და თეონა გაბუნია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მიიღეს სასურველი ინფორმაცია სასწავლებლის შესახებ, დასვეს შეკითხვები მათთვის საჭირო თემებზე და დაათვალიერეს სასწავლებლის საუცხოო გარემო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203