„არა პლასტმასას!“ - თბილისის N108 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
16-03-2023

თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

კვლევის ფარგლებში, 15 მარტს, სკოლაში, სასკოლო პროექტის - „არა პლასტმასას“ განხორციელება დაიწყო. 

საგანამანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო ყველა საფეხურის მოსწავლე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი სასკოლო საზოგადოებას ნარჩენების გადამუშავების და გარემოს დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერებაში დაეხმარება. 

„სამწუხაროდ, პლასტმასას ნივთებთან ყოველდღიურად გვიწევს ურთიერთობა. უმრავლესობა ვერც კი ხვდება რა საფრთხის ქვეშ გვიწევს ცხოვრება და არ აქვს ინფორმაცია მისი გვერდითი მოვლენების შესახებ. აღნიშნული პროექტი კი ხელს შეუწყობს რეციკლინგის პროცესის გაცნობიერებას, ბუნების დაცვის გააზრებას, პლასტმასას ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მისი ნაწარმის მეორად გადამუშავებას, CO2-ის კონცენტრაციისა და მეთანის ემისიის შემცირებას, რეციკლინგის პროცესისთვის ხელის შეწყობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203