წყალტუბოს N1 სკოლის ეკოკლუბელებმა მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
16-03-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ. აქტიურობით გამოირჩევიან სკოლის ეკოკლუბის - „ნიამორი“ წევრები, რომლებიც მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში ეკოკლუბის წევრებმა 14 მარტი, მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თარიღი დასვენების დღეა სასწავლო სივრცეში, კლუბის წევრები დაუზარელად მიდიან და ამ დღეს აღნიშნავენ.

სკოლაში, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, IX კლასის მოსწავლე ლიზი კეთილაძემ პრეზენტაცია სახელწოდებით -„დავიცვათ მდინარეები“ გააკეთა. IX კლასის მოსწავლე ლუკა ტყაბლაძემ კი დაბინძურებულ მდინარეებზე თანაკლასელებს მოკლემეტრაჟიანი ფილმი აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ასევე აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პოსტერები დაამზადეს. პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი: ფაქიზო ფანჩულიძე/კუჭავა და კლუბის ხელმძღვანელი თათია ივანეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 15 მარტს კლუბის მონაწილეებმა მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე განმეორებით აღნიშნეს. პრეზენტაცია ამირან ჯიქიამ, თეკლა აფხაძემ და ლიზი კეთილაძემ მოამზადეს.

მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე მდინარეების დაბინძურების წყაროებზე, მდინარეების დაბინძურებით გამოწვეულ გლობალურ პრობლემეზე და მდინარეების დასაცავად საჭირო რესურსებზე ისაუბრეს.

„კლუბის მონაწილეების განხორციელებული ორდღიანი შეხვედრა ძალზედ ნაყოფიერი იყო  მოსწავლეებისათვის. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ ცნობიერება აიმაღლონ მდინარეთა ეკოსისტემების განადგურების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი: ფაქიზო ფანჩულიძე/კუჭავა და კლუბის ხელმძღვანელი: თათია ივანეიშვილი.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203