
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც სკოლის მასწავლებელი სირუნ გალსტიანი ხელმძღვანელობდა, ყველა კლასმა სპეცალურად მომზადებული ნომერი წარმოადგინა. მათ იცეკვეს, იმღერეს, ლამაზი სანახაობა დადგეს. მათ შესრულებულ მუსიკალურ ნომრებს ჟიურის წევრები აფასებდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასები, რომლებიც I, II და III ადგილის მფლობელნი გახდნენ სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება საინტერესო, დასამახსოვრებელი და სანახაობრივი იყო. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს და განავითარებს, რაზეც სკოლა ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: