გორას საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
26-12-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახის ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობენ.
წინასაახალწლოდ სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო, რომლის ორგანიზატორები კლასის დამრიგებლები - გუგული ვერძაძე და ხათუნა დუმბაძე იყვნენ.
მათ, მოსწავლეთა ჩართულობით, სკოლაში სადღესასწაულო გარემო შექმნეს და დამსწრე საზოგადოებას განწყობა აუმაღლეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის იმღერეს, იცეკვეს, სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგეს, სპექტაკლი გაითამაშეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
მსგავსი ღონისძიებები სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის და მათ მოტივაციას უმაღლებს, რაზეც პედაგოგები - გუგული ვერძაძე და ხათუნა დუმბაძე აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს