ხონის N2 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
16-03-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და სწავლისადმი წყურვილის გაღვივებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრებები და კონკურსები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში 6 და 7 მარტს 1-ელ, მე-2 და მე-3 ასაკობრივ კატეგორიაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

1-ელ ასაკობრივ კატეგორიაში 10 გუნდი მონაწილეობდა.

მე-5 კლასის (დამრიგებელი ია კინწურაშვილი) გუნდმა - „ხონის სტუდიო“ 52 ქულით გაიმარჯვა. მე-2 ადგილზე კი ამავე კლასის გუნდი - „გონიერები“ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მე-3 კლასის (დამრიგებელი ფიქრია სულაბერიძე) გუნდ „ვარსკვლავების“ მოსწავლეებმა წარმატებას 40 ქულით მიაღწიეს და მესამე ადგილი დაიკავეს.

მე-2 ასაკობრივ კატეგორიაში 8 გუნდი მონაწილეობდა. 1-ელ ადგილი საუკეთესო შედეგით - 83 ქულით მე-7 კლასის (დამრიგებელი ნათია ბარდაველიძე) გუნდმა - „მერანი“ მოიპოვა, მეორე ადგილზე კი მე-6 კლასის(დამრიგებელი თეონა ჯურხაძე) გუნდი - „დომინანტები“ გავიდა.

მე-3 ასაკობრივ კატეგორიაში 4 გუნდი მონაწილეობდა.

მე-11 კლასის( დამრიგებელი მადონა კუპრაშვილი-გოფოძე) გუნდმა - „გ.ი.ა.“ 53 ქულით გაიმარჯვა. მე-2 ადგილზე 47 ქულით, მე-9 კლასის(დამრიგებელი მაია მაჭარაძე) გუნდი - „ივერია“ გავიდა.

სკოლაში სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებას ორგანიზება გაუწია სკოლის ბიბლიოთეკარმა - მარიამ სებუამ. ჩემპიონატი მიჰყავდა 
მასწავლებელ მაია მაჭარაძეს. მათი ასისტენტენტები: მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ გებუაძე, მასწავლებლები: ლელა გორდაძე, თამარ მეშველიანი, ნანა ლეჟავა, თამარ ჩხენკელი იყვნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203