გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგმა - გუგული ვერძაძემ ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარა
16-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია I და III კლასების მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი, რომელიც ბავშვებს გუგული ვერძაძემ შესთავაზა.
პედაგოგმა I და III კლასების მოსწავლეებს ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარა.
1-ელი კლასის მოსწავლეებმა ახალი თემა - „გარეული ცხოველები“ შეისწავლეს, ხოლო მესამეკლასელებმა თემა- „ძუძუმწოვრები“. გაკვეთილი სწორედ ამ ორ თემას შეეხებოდა.
მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს, ცოდნა აიმაღლეს.
მათთვის გაკვეთილი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო.
მსგავსი გასვლითი გაკვეთილები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და მიღებული ინფორმაცია მეტად ამახსოვდრებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს