სახალისო ამბად მიწოდებული ქათული ენის გრამატიკა - გუდაურის საჯარო სკოლის პედაგოგ მაია ბურდულისა და მისი მოსწავლეების შთამბეჭდავი გაკვეთილი
16-03-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათი მოტივაციის ამაღლებას მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებისა და აქტივობებით ცდილობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-3 კლასში ჩატარებული ქართული ენის გაკვეთილი. რომელიც მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. 

სკოლის მესამე კლასის მასწავლებელმა - მაია ბურდულმა ბავშვებისთვის შექმნა სლაიდი კუმშვად-კვეცადი 7 სიტყვის (ქვეყანა, ქარხანა, ფანჯარა, ბეგარა, ტომარა, პეპელა, მოყვარე) გამოყენებით.

მან სახალისო ამბით მიაწოდა მოსწავლეებს ქართული ენის გრამატიკული მასალა კუმშვად - კვეცადი სიტყვების გამოყენებით.

„ვფიქრობ, ამ მცირე თხზულებით დიდ შედეგს მივაღწევ. ეს რესურსი ბავშვებს განუმტკიცებს ცოდნას სიტყვების სწორად ბრუნვის შესახებ. ეს ცოდნა გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე“,- ამბობს მაია ბურდული.

მასწავლებელს არც მოსწავლეები ჩამორჩნენ და ნახატებით განიმტკიცეს ცოდნა კუმშვად- კვეცადი სიტყვების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203