პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი დაუვიწყარი ღონისძიება
16-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით წარმტაცი ღონისძიება გამართეს. მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, დედებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს და ყველაზე საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ პტენის საჯარო სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203