ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე ცერცვაძე საგანმანათლებლო ვიზიტით პარიზში იმყოფებოდა
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი - დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია, შესაბამისად, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად და წარმატებით არის ჩართული.
ამჯერად, დირექტორი საგანმანათლებლო ვიზიტით, საფრანგეთში (პარიზში) იმყოფებოდა. ის პროექტში - „სასწავლო ვიზიტი მასწავლებლებისთვის საფრანგეთში” მონაწილეობდა. მან მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო, რასაც სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობას მოახმარს.
პროექტში მონაწილეობისთვის დირექტორს სერტიფიკატი გადაეცა.
სასწავლო ვიზიტის 13-დან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდა.
პროექტს საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია (GNAEB) და ინკლუზიური განათლების ინსტიტუტი ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს საგანმანათლებლო სახის პროგრამებში დირექტორთა ჩართულობა მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: