დედამიწის დღე ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში ზღაპრის გმირებთან ერთად აღნიშნეს
25-04-2018
ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით - „მარად იყოს მზე, სიცოცხლე და ყვავილები“.
პარალელურად, რამდენიმე სახალისო აქტივობა ჩატარდა, რომელმაც ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
კერძოდ, ზღაპრის გმირები, მუსიკის ფონზე, ბავშვებს საცეკვაოდ იწვევდნენ; მოსწავლეებმა ღობე ფერადი საღებავებით მოხატეს; რამდენიმე ნორჩი ხე დაირგო, ჩატარდა სახალისო თამაში „ჩავეხუტოთ ერთმანეთს“ და ბოლოს, სკოლამ საკუთარი სურვილები დედამიწისთვის ცაში ფრანით გაგზავნა.
აღნიშნული ღონისძიება სკოლის დირექციისა და მოსწავლეების მიერ დადებითად შეფასდა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს