ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეთა ემოციური ვიდეომიმართვა დედებს 
15-03-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ორიგინალურად მიულოცეს.

მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას ჯერ შთამბეჭდავი ღონისძიება წარუდგინეს შემდეგ კი, ყველაზე საყვარელი ადამიანებისთვის ემოციური ვიდეომიმართვები ჩაწერეს.

ბავშვებმა, დედებს გულწრფელი სიტყვებით მიმართეს და ყოველივე საუკეთესო უსურვეს. 

პედაგოგების მხარდაჭერით მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული მშობლებისთვის განსაკუთრებულად მიელოცათ და მათთვის ნამდვილად ძვირფასი და სამახსოვრო საჩუქარი გაეკეთებინათ. 

„მიყვარხარ დედა!
რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, რაც უნდა გავიზარდოთ, მაინც პატარები ვართ მათ წინაშე...
პატარები არიან ჩვენი შვილებიც...
მუდმივად ვზრუნავთ მათი კეთილდღეობისათვის.
ბედნიერებაა, როცა ჩვენი ამაგი, ამაო არ არის...
ზეიმის დასასრულს, მოულოდნელი სიურპრიზი შვილებისგან დედებს
იყო ცრემლი, ემოცია და ბედნიერების ცრემლები....
გმადლობთ, შვილებო!“,- აღნიშნავენ სკოლის პედაგოგები.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203