ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის რაგბის გაკვეთილები განსაკუთრებით სახალისოა
15-03-2023

ხაშურის N7 საჯარო სკოლის მე- 5 და მე- 6 კლასებში, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს რაგბის ფედერაციის ინიციატივით, რაგბის გაკვეთილები ტარდება. 

როგორ სკოლაში აღნიშნავენ, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები აქტიურად და ენერგიულად არიან ჩართულნი და რაგბის უსაფრთხო, აქტიურ, სახალისო ვარჯიშ-თამაშებს ხალისით ასრულებენ. 

გაკვეთილებს რაგბის მწვრთნელი დავით სტეფანოვი და პორტის მასწავლებელ ლევან ლომიძე ხელმძღვანელობენ. 

„გაკვეთილები ტარდება ხალისიან გარემოში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის რაგბის პროფესიონალ მწვრთნელს და კოორდინატორს - დავით სტეფანოვსა და სპორტის მასწავლებელ ლევან ლომიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

გაკვეთილების მიზანია, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და რაგბის პოპულარიზაცია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203