მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სარვამარტო მისალოცი ბარათები დაამზადეს  
15-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მისალოცი ბარათები დაამზადეს. 

მოსწავლეებმა, დიდი მონდომებითა და სიხარულით იმუშავეს აქტივობაზე და პედაგოგებსა და დედებს სიყვარულით მიულოცეს 8 მარტი.

პედაგოგები, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და კრეატიული აზროვნების წახალისებას დიდი ყურადღებას აქცევენ, სწორედ ამიტომ სკოლაში ხშირად იგეგმება ბავშვების ინტერესებს მორგებული გაკვეთილები და აქტივობები.

ყოველივე ზევით აღნიშნული კი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას განაპირობებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203