ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება კარტიკამის საჯარო სკოლაში
15-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს.

საზეიმო ფორმაში გამოწყობილმა პატარებმა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული წარმოდგენა დადგეს, რაც დამსწრე საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი და სასიამოვნო იყო.

სკოლა ზრუნავს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათი განწყობის ამაღლებაზე.

მსგავსი ღონისძიებებით მოსწავლეები მეტად მოტივირებულები ხდებიან და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის სურვილი უჩნდებათ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203