კარტიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე შთამბეჭდავად აღნიშნეს 
15-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს.

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, საგანგებოდ მორთეს სცენა და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს.

ბავშვებმა, წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული წარმოდგენა დადგეს და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათი მოტივაციის გაზრდას კარტიკამის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203