„1600 წლის გასაყარზე შემდგარი ჰაგიოგრაფიული ძეგლი“- შრომის საჯარო სკოლის ლიტერატურულმა სალონმა ღონისძიება გამართა
15-03-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ პროექტი იმართება.
მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესინალი პედაგოგები ზრუნავენ.
ამჯერად, ლიტერატურულმა სალონმა „ივერია“ მორიგი ლამაზი ღონისძიება - „1600 წლის გასაყარზე შემდგარი ჰაგიოგრაფიული ძეგლი“ მოაწყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ საკითხი განიხილეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
ღონისძიება მასწავლებელ რუსუდან ცეცხლაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.