ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
მათ გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული დედებს ღონისძიებით მიულოცეს. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, მათ მაისურებზე დედების ფოტოები ჰქონდათ დატანილი. ასევე, აღსანიშნავია, რომ გარემოც შესაბამისად იყო მორთული.
მოსწავლეებმა დედებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს და მათ დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
პატარებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს. ღონისძიება მასწავლებლების - მარინა მარტიაშვილისა და ნანა ტუღუშის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: