ბეჯითი „იზრუნელი“ - ელენე ჯალაღონია, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეა! ის აქტიურადაა ჩართული izrune.ge-ს პროექტში. ელენე მამოტივირებელ და საგანმანათლებლო ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებს.გიზიარებთ მის ნახატს - „ჩემი თვალით დანახული საქართველო“.
„ცისარტყელა მშვიდობის სიმბოლოა, ჯარისკაცი, რომელიც იცავს მუდამ ჩვენს სამშობლოს“,- გვეუბნება მოსწავლე.
izrune.ge ამაყობს ბეჯითი მოსწავლეებით!
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.