სამების საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15-03-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. 

სამების საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნენ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმასა და საიტს, სადაც სასწავლო პროცესის ნაყოფიერად წარმართვისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსია წარმოდგენილი. პედაგოგებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და გამოთქვეს მოსაზრებები. 

შეხვედრას ორგანიზება, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერმა მასწავლებლებმა გაუწიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203