გორას საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები საზეიმოდ აღინიშნა
15-03-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება 7 მარტს გაიმართა.

მოსწავლეებმა, დედებსა და ქალბატონებს, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დღესასწაულები და საჩუქრად, საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები გადასცეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში მასწავლებლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული

ღონისძიების ორგანიზატორი გუგული ვერძაძე გახლდათ.

სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203