ოროჯალარის, განძის N2, ნინოწმინდის N1, ნინოწმინდის N2 და ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეები შემოქმედებით კონკურსში მონაწილებდნენ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის, განძის N2, ნინოწმინდის N1, ნინოწმინდის N2 და ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლები საინტერესო აქტივობაში მონაწილეობდნენ.
ისინი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ყოველწლიურ მუნიციპალურ კონკურსში - „თოვლის ქანდაკებები“ ჩაერთნენ. მათ ნამუშევრები დიდი მონდომებით მოამზადეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ადგილის მფლობელები. კონკურსში პირველი ადგილი - განძის N2 საჯარო სკოლამ, მეორე ადგილი - ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი - ოროჯალარის საჯარო სკოლამ დაიკავა. ჟიურის სიმპათია კი ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლამ დაიმსახურა.
გამარჯვებულ სკოლებს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: