წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
15-03-2023

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

ბავშვები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, სასწავლო სივრცე საზეიმოდ მორთეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ღონიძიება შესთავაზეს.

მოსწავლეებმა, თანატოლებთან ერთად ეს დღე დიდი სიხარულითა და ამაღლებული განწყობით აღნიშნეს და დღესასწაული დედებსა და ქალბატონებს სიყვარულით მიულოცეს.

სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა, ამ მიზნით პედაგოგები აქტიურად გეგმავენ ისეთ აქტივობებს, რაც მათთვის მოტივაციის მიმცემი ხდება. სწორედ მასწავლებლების მხარდაჭერით მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ეს დღე დედებისთვის ორიგინალურად მიელოცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203