ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი მისალოცი ბარათები შექმნეს
15-03-2023
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შემოქმედებით აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. ამიტომაც, რასაკვირველია, ყურადღების მიღმა არც დედის დღე დარჩენილა.

ამ დღესთან დაკავშირებით, I კლასის მოსწავლეებმა დედებს მისალოცი ბარათები დაუმზადეს. პატარებმა ნამუშევრებზე მონდომებითა და ხალისით იმუშავეს, მათ სიყვარული გამოხატეს და ამავდროულად, დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე მაქსიმალურად ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203