განძის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები საზეიმოდ გადაეცათ
15-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. 

კურსდამთავრებულებს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი სერტიფიკატები და მედლები სკოლაში საზეიმოდ გადაეცათ. სკოლის დირექტორმა - სარკის დურგარიანმა და პედაგოგებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს ახალგაზრდებს წარმატება და წინსვლა უსურვეს. 

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დამსახურებული ოქროს მედლები მიიღეს, ყველა მათგანი უკვე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტია, სკოლის დირექტორმა სარკის დურგარიანმა და მთელმა პედაგოგიურმა პერსონალმა ახალგაზრდებს თბილად მიულოცეს და ახალი წარმატებები უსურვეს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

განძის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203