ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს
15-03-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ მადონა წერედიანის ხელმძღვანელობით, დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

სკოლაში მადონა წერედიანსა და მის მოსწავლეებს ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის მადლობას უხდიან. 

„ბედნიერი შვილების ბედნიერი დედები ამრავლოს ღმერთმა! ძალიან დიდი მადლობა მადონა წერედიანს ამ დადებითი ემოციებით დატვირთული დღისთვის და ბავშვების ასე ლამაზად წარმოჩენისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203