განძის N2 საჯარო სკოლაში ცნობილი სომეხი პოეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართა 
15-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში, ცნობილი სომეხი პოეტის ვაჰან ტერიანის დაბადებიდან 138-ე წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლამაზი ღონისძიება, მასწავლებელმა, ლ. აბგარიანმა გახსნა, რის შემდეგაც ბავშვებმა წარმოადგინეს ცნობილი ადამიანების აზრები და მოსაზრებები დიდი პოეტის შესახებ.

მოგვიანებით ბავშვებმა მწერლის ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შესანიშნავი სპექტაკლების წყალობით მოსწავლეებმა შეძლეს მწერლის ემოციები და განცდები მაყურებლამდე მიეწვდინათ.

„ამ ღონისძიების დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ტერიანის პოეზია შეუდარებელი, განუმეორებელი და უკიდურესად თანამედროვეა...“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203