ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საფოსტო ყუთი და გზავნილი დედებს 
15-03-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა ჩაატარეს.

მოსწავლეებმა, დაამზადეს საფოსტო ყუთი, სადაც საუკეთესო სურვილებით გაჯერებული ბარათები მოამზადეს და დედის დღე დედებს ასე ორიგინალურად მიულოცეს.

სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრეატიული უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამ მიზნით ჩატარებულმა აქტივობამ, მოსწავლეებს განწყობა და მოტივაცია აუმაღლა.

„ჩვენი საფოსტო ყუთი ვერ იტევს თქვენი შვილების საუკეთესო სურვილებს და გზავნილებს ძვირფასო დედებო, გაზაფხულივით ლამაზ ცხოვრებას გისურვებთ  მშვიდობას ოჯახებსა და ქვეყანაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203