გაზაფხულის პირველი დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება მაჭატიის საჯარო სკოლაში
15-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში საგაზაფხულო დღესასწაულები შთამბეჭდავად აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ქართულ და სომხურ ენებზე წარიმართა.

მოსწავლეებმა, დედაზე ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ასევე საკუთარი დიზაინით ხელნაკეთი ყვავილები დაამზადეს, რომლებიც დედებს მიართვეს.

ღონისძიება ქართული ენის მასწავლებლებთან ერთად მოამზადა ნარე კაზარიანმა, რომელიც სკოლაში დამხმარე მასწავლებლად მუშაობს.

სკოლაში მოსწავლეთა ემოციების გამოხატვასა და მათი განწყობის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. პედაგოგების მხარდაჭერით მოსწავლეებს, შესაძლებლობა მიეცათ ეს დღესასწაულები საზეიმოდ აღენიშნათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203