მათემატიკური დღესასწაული საროს საჯარო სკოლაში
15-03-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკური დღესასწაული - პის დღე აღნიშნეს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი, სადაც ადამიანის ცხოვრებაში მათემატიკის როლზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ საროს საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას ხალისითა და ინტერესით სწავლობენ, რაც მათი პედაგოგების დამსახურებაა. 

პის დღე - მათემატიკური დღესასწაულია, რომელიც 14 მარტს აღინიშნება, ამ დღეს მათემატიკის საერთაშორისო დღედაც მოიხსენიებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203