„ზღვა ემოცია, სიხარული, ბედნიერება“-  წინუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედების მიმართ სიყვარული საინტერესო აქტივობებით გამოხატეს
15-03-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლის მეოთხე და ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი განსხვავებული ფორმატით ჩაუტარდათ. 

ჩატარებული აქტივობები 3 მარტს - დედის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა, გაკვეთილის ფარგლებში, მუსიკის ფონზე ზეპირსიტყვიერების სტრატეგიების გამოყენებით, დედაზე შექმნილი ტექსტები გადმოსცეს. მათ თემატური ვიდეოკოლაჟი წარადგინეს, დედებს კი მადლობის სიგელები და ყვავილები გადასცეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, საგაკვეთილო პროცესში ჩართული მშობლები დამასწავლებლები გულმოდგინედ და ხალისით ავსებდნენ აქტივობის ბარათებს.

„იყო ზღვა ემოცია, სიხარული, ბედნიერება და მონატრების ცრემლები. ასევე, მარადიული და უკვდავი სიტყვების - „დედა მიყვარხარ“, უთვალავჯერ გაჟღერება“,- აღნიშნავენ სკოლებში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203