გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
15-03-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან, ისინი მნიშვნელოვან თარიღებსაც ყოველთვის აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში, კლასის დამრიგებლების ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - „დედის დღე/MOTHERS DAY“ მოეწყო. მოსწავლეებმა დედის დღის მნიშვნელობასა და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში მშობლის როლზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, ლექსები წაიკითხეს და დედებს ეს დღე მიულოცეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები და ვიდეოები გადაიღეს.
„დედის უანგარო სიყვარულმა მოსწავლეებს მისცა სტიმული და შესაძლებლობა, რომ დღე ნაყოფიერად გაეტარებინათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს