წინუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეები მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
15-03-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულებს მოსწავლეებმა მიუძღვნეს ღონისძიება, რომელსაც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.

მათ ისაუბრეს დედის და ქალის როლზე, გაითამაშეს სცენები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები. ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.  

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარიმართა. 

აღსანიშნავია, რომ წინუბნის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203