თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
15-03-2023
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მოსწავლეებმა, დამრიგებლის ქეთევან კოხრეიძის ხელმძღვანელობით, წარმტაცი ღონისძიება გამართეს, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი, ვიდრე დედა გყავს  ნუ გეშინია“. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და მშობლებსა და მასწავლებლები დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

„ჩემმა ყოჩაღმა მოსწავლეებმა ასე ლამაზად მიულოცეს დედიკოებს დედის დღე“, - გვეუბნება პედაგოგი ქეთევან კოხრეიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203